სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

/ აზიური ფაროსანა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.  

გიორგი ხანიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია დღეისათვის არსებული ვითარების შესახებ. 

„ფაროსანასთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგი სახეზეა -  სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით სირთულეები დაძლეულია. ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. მავნებლის მონიტორინგის, კონტროლისა და მოსახლეობის  ინფორმირების მიზნით, მობილიზებულია ყველა ტექნიკური საშუალება. ღონისძიებები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ტარდება. ფაროსანას გავრცელების გეოგრაფიული  არეალი არ გაზრდილა. შესაბამისად, კონტროლის და ბრძოლის  ღონისძიებები კვლავ  დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტარდება”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მავნებლის რიცხოვნობის განსაზღვრის მიზნით,  გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მონიტორინგი  31 სოფლის 731 საკარმიდამო ნაკვეთში  განხორციელდა, რაც  ფაროსანას გავრცელების დროული პრევენციის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ქვეყნის მთელ  ტერიტორიაზე 18 526 ფერომონი (დამჭერი) და სპეციალური სადგურია განთავსებული. 

დღეისათვის „ცივი შესხურების“ ტექნოლოგიის გამოყენებით 4785,5 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.  

საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუდმივ რეჟიმში იმართება შეხვედრები მეფუტკრეებთან და მეთხილე ფერმერებთან. 

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  ვებგვერდზე - www.parosana.ge.