საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ბიზნესსექტორთან შეხვედრებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ბიზნესსექტორთან შეხვედრებს

/ ვეტერინარია

ცოცხალი ცხოველების (წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი) ექსპორტთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა ექსპორტიორებთან და დარგის ასოციაციის წარმომადგენლებთან.

სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, საექსპორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, შეხვედრები მიმდინარეობს  ბიზნესსექტორთან, სადაც  სამუშაო ფორმატში  განიხილება არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და ტექნიკური პროცედურები.

საქართველოდან ცოცხალი ცხოველების (წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი) ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყატარში, ბაჰრეინსა და ომანში. 

მიმდინარე წელს 71 300 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია ექსპორტირებული.