სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სეს-ს უფროსის მოადგილე OIE-ს ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალურ მდივნად აირჩიეს

სეს-ს უფროსის მოადგილე OIE-ს ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალურ მდივნად  აირჩიეს

/ სააგენტოს სიახლე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 88-ე გენერალურ სესიაზე ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალურ მდივნად  აირჩიეს. 

ვასილ ბასილაძე 2019 წლიდან ორგანიზაციში (OIE) საქართველოს წარმოადგენს.  ევროპის რეგიონული კომისია 53  ქვეყანას აერთიანებს. ქართველი დელეგატის ხმათა უმრავლესობით არჩევა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული  პოლიტიკის შედეგია, რომელიც  ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  ვეტერინარიის  მიმართულებით საერთაშორისო მიდგომებისა  და სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. საქართველოს წარმომადგენელი ორგანიზაციის მმართველ გუნდში პირველად აირჩიეს.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (OIE) 182 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაცია  წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში და ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს. 

საქართველო ორგანიზაციის წევრია 1990 წლიდან.