ამერიკელი მეცნიერი: ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია
/ აზიური ფაროსანა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა თხილის ნარგავები და სიმინდის მასივები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, შეხვდა ფერმერებს, მოინახულა “მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მოისმინა ინფორმაცია, რამდენად არის ჩართული მოსახლეობა მექანიკური ღონისძიებების განხორციელებაში. გრეგ კრავჩუკი ასევე იმყოფებოდა ანასეულში არსებულ კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მავნებლის ბიოლოგიასა და მასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.
ამერიკელი მეცნიერის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია. „ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და მზა რეკომენდაციები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო როგორც ფერმერთა დახმარების, ასევე მათი ინფორმირების თვალსაზრისით. შედეგები იმედისმომცემია. ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს იმ მეთოდების გამოყენება, რომლებსაც ამერიკელი ფერმერები ჩვენი რეკომენდაციებით იყენებენ. თუ გვინდა მივიღოთ ხელშესახები შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი საქართველოში წელს მესამედ იმყოფებ