სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

თბილისის საქალაქო სამსახური აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

თბილისის საქალაქო სამსახური აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

/ სურსათის უვნებლობა

თბილისის საქალაქო სამსახური განაგრძობს აგრარული ბაზრების შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა ვარკეთილის აგრარული ბაზრის ხორცის პავილიონში არსებული ვითარება, ხორცის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.  შემოწმებისას დარღვევბი არ გამოვლენილა და ობიექტზე დაცული იყო სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები.  

მიმდინარე წელს, თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, აგრარულ ბაზრებში 19 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, საიდანაც 2 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე გამოვლინდა ვადაგასული სურსათის განთავსების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, რის გამოც ბიზნესოპერატორების დაჯარიმდნენ.