სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დაძმობილება“ პირველი საკომიტეტო შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დაძმობილება“  პირველი საკომიტეტო შეხვედრა გაიმართა

/ სააგენტოს სიახლე

„სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და შესაძლებლობების გაძლიერება“- არის მიზანი ევროკავშირის „ტვინინგის“ ახალი პროექტის, რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოა ჩართული.    

პირველ საკომიტეტო შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მხარეებმა ძირითად საკითხებსა და  სამოქმედო გეგმაზე  იმსჯელეს. 

აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვას ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას  ევროკავშირის ბაზარზე.  

„ონლაინ“ შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და პროექტისადმი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.  

პროექტი ორწლიანია და მას ლატვიის, ესტონეთისა და შვედეთის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული უწყებები და ექსპერტთა კონსორციუმი ახორციელებს.