სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, როგორ შევინახოთ, დავამუშავოთ და მოვამზადოთ სურსათი უვნებლად:
ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში (ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვამდე, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით);
ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასარიდებლად, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის საჭრელი დაფები სხვადასხვა სურსათისთვის;
გამოყენების შემდეგ, დაფები გარეცხეთ და სუფთად შეინახეთ;სურსათის შენახვისას აცილებელია ტემპერატურული რეჟიმების სწორად დაცვა: ცხელი კერძების შეინახეთ მინიმუმ 60°C ტემპერატურაზე; ცივი კერძები შეინახეთ მაქსიმუმ 5°C ტემპერატურაზე;
კარგად დაამუშავეთ სურსათი თერმულადგანაცალკევეთ უმი ხორცი და თევზი თერმულად დამუშავებულისგან;
#სურსათისუვნებლობა
#სურსათისუვნებლობაყველასგვეხება
სურსათის ეროვნული სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ახალ წელს!