სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურება უქმე დღეებში

სურსათის ეროვნული სააგენტოს  მომსახურება უქმე დღეებში

/ სააგენტოს სიახლე

საქართველოში 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე, კერძოდ: 

ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა; 

ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა;

სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.

სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების შენობების შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:

მომსახურებების ჩამონათვალი, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ უქმე დღეებში; 

სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ან გამოაგზავნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.