სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა
/ სააგენტოს სიახლე
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა:
🔹 4 110 505 ვეტერინარული მანიპულაცია (ვაქცინაცია, რევაქცინაცია, სერომონიტროინგი), მათ შორის, ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზონებში;
🔹 571 356 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია (ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება);
🔹 799 017 სული პირუტყვის დამუშავება ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ;
🔹 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი დაავდებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.