სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

/ სააგენტოს სიახლე

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, OIE-ს დელეგატმა ვასილ ბასილაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში ვეტერინარული სერვისის შესაძლებლობებისა და ტექნიკოსი ვეტერინარის ინსტიტუტის გაძლიერების პროექტის შესახებ, რომელიც თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE ) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი OIE-ს გზამკვლევების და გაიდლაინების შესაბამისად რეგიონში ვეტერინარული სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს. სპეციალურად მოწვეული OIE-ს ექსპერტის მონაწილეობით დაგეგმილია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც ტექნიკური ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.