სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს

/ სურსათის უვნებლობა

ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება , სხვადასხვა დარღვევისთვის 37 -მდე ობიექტი დაჯარიმდა, აქედან 7 შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.