სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩაატარა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩაატარა

/ ვეტერინარია

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო   ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის დაკბენის შემთხვევა  დაფიქსირდა.

ფაქტის გამოვლენისთანავე ადგილზე გავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო პათმასალა, რის შედეგადაც ძაღლს ცოფი  დაუდასტურდა. შედეგად  სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ძაღლის მიერ დაკბენილი და კონტაქტირებული პირები, რომელთაც უტარდებათ ანტირაბიული ვაქცინაცია. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ჩაუტარა  298 734 სულ ცხოველს, მათ შორისაა 279 690 სული ძაღლი/კატა და 19 044 სული მსხვილფეხა პირუტყვი.

ცოფი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაკბენით, დადორბვლით ან დაკაწვრით. ცოფით ავადდება ადამიანიც. დროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.