სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

27 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება

27 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება

/ სააგენტოს სიახლე

27 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ვეტერინარები უზრუნველყოფენ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას. 
ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.
2019 წელს, მთავარი გზავნილია ვაქცინაციის მნიშვნელობა დაავადებების პრევენციასა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის - ვიზრუნოთ ცხოველებზე უკეთესი მომავლისთვის ❗️

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე:
2018 წელს სულ ვაქცინირებულია - 5 145 541 სული ცხოველი 
იდენტიფიცირებულია - 582 568 სული ცხოველი.
გამოკვლეულია - 24 627 სული ცხოველი.
ვეტერინარული ზედამხედველობის (ბიოუსაფრთხოების) პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია - 721 633 სული პირუტყვი;
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუდმივად დასაქმებულია 170 ვეტერინარი.

#ვიზრუნოთცხოველებზეუკეთესიმომავლისთვის
#აცერიდადაიცავი #ვეტერინარია #სურსათისუვნებლობა