სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო

სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტარები სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დარჩელში, ორსანტიასა და რუხში საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის პლანტაციებსა და მიტოვებულ შენობებს ათვალიერებენ და ფაროსანას გავრცელების არეალს ადგენენ.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების ფართობი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების პარალელურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

ადგილობრივები დეტალურ ინფორმაციას იღებენ დაგეგმილ ღონისძებებზე და მავნებელთან ბრძოლის ტექნიკურ მეთოდებს ეცნობიან.