სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სეს-მ არასამთავრობო სექტორს საქმიანობის შედეგები გააცნო.

სეს-მ არასამთავრობო სექტორს საქმიანობის შედეგები გააცნო.

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკუთარი საქმიანობის შედეგები განიხილა.

სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“ მე-11 სხდომაზე დარბაზის წევრებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, შედეგებზე, რეგულაციებსა და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა.

აღინიშნა, რომ „სამოქალაქო დარბაზის“ ფორმატი იძლევა საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვის და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების საშუალებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობას.

„სამოქალაქო დარბაზი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 2013 წელს შეიქმნა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

„სამოქალაქო დარბაზის“ შეხვედრები ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ტარდება.