სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი

სურსათის ეროვნული სააგენტო - ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად, იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.). სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს.სპეციალისტების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი; ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული მოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე - პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე, ნიტრატებზე. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მედიასაშუალებებით მიეწოდება საზოგადოებას; ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე nfa.gov.geგარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და  სერტიფიცირებას.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნულ სააგენტოში „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ვასილ კვერნაძემ ხაზი გაუსვა სააგენტოს მზაობას, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო რძის მწარმოებლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რძისა  და რძის გადამამუშავებელი სექტორის  სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების, მონიტორინგის, ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლების შესახებ.  წარმოდგენილი და განხილული  იყო  სარეალიზაციო  ბაზრის მონიტორინგის შედეგები. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. აღინიშნა,  რომ  ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება  არალეგალური  რძის გადამამუშავებელი წარმოებები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ  სურსათის უვნებლობის სტანდარტებს არ იცავენ, ასევე არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან  რეგისტრირებული ბიზნესოპერატორებისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 30  არარეგისტრირებული  საწარმოა გამოვლენილი. 

იხილეთ სრულად

ნაყინის ნიმუშებში შეუსაბამობები არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულში  გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს აქტიურად ამოწმებს.   ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. ამავდროულად, მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ. აღნიშნულ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე  გამოკვლეულია  ნაყინის 100-მდე ნიმუში, ყველა მათგანი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.  მიმდინარე წელს   ნაყინის  კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

იხილეთ სრულად

სეს-ის ვეტერინარები, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH), წევრი ქვეყნების დახმარების მიზნით, 2020 წელს შექმნა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით.მიმდინარე წელს ორგანიზაციის ბრიუსელის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის შეიმუშავა გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების გეგმა და რეგიონული პრიორიტეტები.სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა განიხილეს. კონფერენციაზე შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას  ველური ბუნების სიჯანსაღისა და, შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.

იხილეთ სრულად