სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს

მავნებლის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს  მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინაღმდეგო სპეციალური სადგურების („მოიზიდე და გაანადგურე“) განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით,  სადგურებს     მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზეც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ. სამუშაოების დაწყებამდე, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება.  აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.

იხილეთ სრულად

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს მონიტორინგის შედეგები გააცნეს

აზიური ფაროსანასთან  ბრძოლის   მართვის ცენტრის სპეციალისტებმა  დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს.  შეხვედრების ფარგლებში,  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგებს და   ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.  მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის,  მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ფერმერების მუდმივი ჩართულობა, რაც, ამ ეტაპზე, თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად ჩატარებას გულისხმობს. 

იხილეთ სრულად

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5508 მსხვილფეხა საქონელია დამუშავებული დაავადება ყირიმ-კონგოს პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო,  ყირიმ-კონგოს დაავადების მართვის მიზნით, ადგილებზე, სადაც ადამიანის ინფიცირების შემთხვევები აღინიშნა, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.  ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება. შესაბამისად,  სააგენტოს  სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები, დაავადების კერებში, სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა საქონელს   შესაბამისი პრეპარატებით (ინსექტოაკარიციდებით)   ამუშავებენ.  ამ დროისთვის დამუშავებულია 5508 პირუტყვი.  პარალელურ რეჟიმში, დაავადების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები დაამუშაონ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად; მინდორში მუშაობის დროს, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების სიმპტომების  გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ყირიმ-კონგოს ცხელება ვირუსული,   ზოონოზური, დაავადებაა, რომელის ძირითადი გადამტანი   Hyalomma სახეობის ტკიპაა. ვირუსი აინფიცირებს მრავალი სახეობის ცხოველს და ზოგიერთი სახეობის ფრინველს.  ადამიანი ტკიპის კბენის შედეგად ავადდება. ცხოველებსა და ფრინველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. სურსათის ეროვნული სააგენტო, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის  ფარგლებში, ყირიმ კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში 2014 წლიდან ახორციელებს მსხვილფეხა საქონლის დამუშავებას. გარდა ამისა, ექტოპარაზიტების კონტროლის მიზნით,  სააგენტოს მიერ, კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში განთავსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხორციელდება მიგრაციული ცხოველების დამუშავება ინსექტოაკარიციდებით.

იხილეთ სრულად

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

ლაბორატორიული  კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების  შემთხვევა  20 მაისს  დადასტურდა.  ასევე დადგინდა, რომ  ინფიცირების წყარო მგელია. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში  საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს. ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული  ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება  ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.   სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა   თავიდან აიცილონ   ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს.  

იხილეთ სრულად

სიახლეები