სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა ჩართული

მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება. ამ ეტაპზე,  თერმული ნისლით   2520 ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით - 272 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.  მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე  გაეცნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია. აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების  მინიმუმამდე შემცირების მიზნით, სახელმწიფო ღონისძიებებს ინტენსიურად განახორციელებს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას. 

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტომ იმპორტირებული საზამთროს და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა

ნიტრატები დადგენილ ნორმას მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდასურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ  კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად  იმპორტირებული პროდუქტი იყიდება.მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია   იმპორტირებული საზამთროს  და ნესვის 41 ნიმუში.  კვლევის შედეგებით,    ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას - 90 მგ.კგ,   მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ შემთხვევაში მცირედით  აჭარბებდა  დადგენილ მაჩვენებელს  და 98,3 მგ.კგ. იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში  - 140 მგ.კგ-ს შეადგენდა. შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.  სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს. 

იხილეთ სრულად

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, ტყის  პერიმეტრებზე  და ჯაგნარებში ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.     სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის  ტერიტორიები, სადაც  მონიტორინგის შედეგებით   მავნებლის დიდი  რაოდენობა აღინიშნება.   აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია. „ანჯელის მასივებში“, სადაც სიმინდის ნათესებია,  უკვე დამუშავებულია 720 ჰა  ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას. ამავდროულად , საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე , სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად,   დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები („მოიზიდე  და გაანადგურე“).აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს  სასოფლო-სამეურნეო კულტურებს,  მნიშვნელოვანია  მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება.   

იხილეთ სრულად

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის მსგავსად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აჭარაშიც აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ მავნებელთან ბრძოლის  მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  აღინიშნა, რომ, წინა წლების წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. ამავდროულად, შედეგების გასაუმჯობესებლად, ხელვაჩაურში, მავნებელთან ბრძოლის ცენტრში, დამატებითი სპეციალიზებული ტექნიკა იქნება მობილიზებული. „დამატებითი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები“, - აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ.  სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძემ ხელვაჩაურში, მავნებელთან ბრძოლის ცენტრში მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერეს და რეგიონული ჯგუფის უფროსებთან   სამუშაო შეხვედრა გამართეს.  დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის მსგავსად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს აჭარაშიც. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური სადგურები („მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები), ტარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.  

იხილეთ სრულად