სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

 სურსათის ეროვნულ სააგენტოში „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ წევრ  კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

/ სურსათის უვნებლობა

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ვასილ კვერნაძემ ხაზი გაუსვა სააგენტოს მზაობას, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას. 

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო რძის მწარმოებლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რძისა  და რძის გადამამუშავებელი სექტორის  სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების, მონიტორინგის, ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლების შესახებ.  წარმოდგენილი და განხილული  იყო  სარეალიზაციო  ბაზრის მონიტორინგის შედეგები. 


შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. აღინიშნა,  რომ  ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება  არალეგალური  რძის გადამამუშავებელი წარმოებები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ  სურსათის უვნებლობის სტანდარტებს არ იცავენ, ასევე არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან  რეგისტრირებული ბიზნესოპერატორებისათვის. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 30  არარეგისტრირებული  საწარმოა გამოვლენილი.