სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ვანსა და ხონში მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგს ეცნობა

ვანსა და ხონში მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგს ეცნობა

/ სააგენტოს სიახლე

იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება. ამჯერად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში ატარებენ, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია დამონტაჟებული. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები თვალს ადევნებენ წამლობის მიმდინარეობას და ეცნობიან შედეგს, რომელიც წამლობიდან ერთ საათში დადგა. ფერომონზე მოზიდული მავნებელი სრულად არის განადგურებული.  

მომდევნო დღეებში წამლობის შედეგს ტყიბულის, ქუთაისის, ზესტაფონის, ბაღდათის, სამტრედიის მოსახლეობა გაეცნობა.

ფერომონი იზიდავს მავნებელს, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა.

სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.