სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სამეგრელოს მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგს ეცნობა

სამეგრელოს მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგს ეცნობა

/ სააგენტოს სიახლე

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას ატარებენ. ამჯერად წამლობა ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია დამონტაჟებული. ხობის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, საკუთარი თვალით იხილონ ის შედეგი, რაც წამლობიდან ერთ საათში დადგა. ფერომონზე მოზიდული მავნებელი სრულად არის განადგურებული.  

სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გრძელდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში 50 ათასი ფერომონია გადანაწილებული.

ფერომონი იზიდავს მავნებელს, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა.

სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.