სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსიის მოადგილე ზურაბ ლიპარტია , სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატში განიხილეს მიმდინარე ღონისძიებები, რაზეც დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.

შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს და ამ ეტაპზე ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა.