შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს

/ სააგენტოს სიახლე

2026 წლის 5 და 6 იანვარს, საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებშიც, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

ა) ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;

ბ) ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება;

გ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკის არსებობისას;

აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად,  მთელი ქვეყნის მასშტაბით შეასრულებენ.