სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სეს-ში ერთიანი ცხელი ხაზის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სეს-ში ერთიანი ცხელი ხაზის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

/ სააგენტოს სიახლე

მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ცხელი ხაზის მუშაობის სრულყოფის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო დეპარტამენტის ერთიანი ცხელი ხაზის (1501) წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების სპეციალისტებმა ცხელი ხაზის ოპერატორებს სამივე მიმართულებით არსებული ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და შიდა სტანდარტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დაეხმარება სააგენტოსა და ცხელი ხაზის ოპერატორებს ეფექტურად მოახდინონ რეაგირება მიღებულ შეტყობინებებზე, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთან კომუნიკაციის გამარტივებას და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირების მაქსიმალურ ინფორმირებას.