სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ბიზნესსექტორს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები გააცნეს

ბიზნესსექტორს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები გააცნეს

/ სურსათის უვნებლობა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. 

სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის  N317 დადგენილება - „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“, და საქართველოს მთავრობის დადგენილება N525 - ,,ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე. 

აღნიშნული ნორმატიული აქტები 2024 წლის 1 სექტემბრიდან და 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.