სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

/ აზიური ფაროსანა

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ. მაჩხვარეთის და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი; სპეციალურ სადგურებზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები. 

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.  

ამინდის გაუარესებასთან ერთად აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და სახლის პირობებში მექანიკური მეთოდები გამოიყენონ.