სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

/ აზიური ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის  მართვის ცენტრი  თერმული ნისლით  ტერიტორიებს ამჯერად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ამუშავებს. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით წამლობა ტარდება სოფლის ტერიტორიასა და გარე პერიმეტრებზე. დამუშავებულია 600 ჰა ფართობი.  

ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები უსაფრთხოების წესების გათვალისწინებითა და მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენების პარალელურად ტარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლა მექანიკური მეთოდების გამოყენებით განახორციელოთ.