სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

მეფუტკრეებთან ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის შესახებ შეხვედრა გაიმართა

მეფუტკრეებთან ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის შესახებ შეხვედრა გაიმართა

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და FAO Georgia-ს წარმომადგენლები  ფ. ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს NAITS-ის მნიშვნელობა, ელექტრონული სისტემის პრაქტიკაში გამოყენება და სარგებელი, მათ შორის, დედაფუტკრების ექსპორტის პერსპექტივა. მეფუტკრეებს ასევე გააცნეს ფუტკრის სადედე-სანაშენე მეურნეობათა მართვის თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები და ჩასატარებელი ღონისძიებები. 

ფ. ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის ასოციაციის წევრმა მეფუტკრეებმა იმსჯელეს საფუტკრეებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე და ერთიან სამომავლო გეგმებზე.


2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროექტში ჩაერთონ. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1640052/

NAITS-ის პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.