ვასილ ბასილაძემ ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში „ბიოუსაფრთხოება და ვაქცინაცია: აუცილებელი ინსტრუმენტები ცხოველთა დაავადებების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
ალბერტ ბორშეტის კონგრესის ცენტრში გამართულ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ევროკომისიის და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს სიტყვით ბელგიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დევიდ კლარინვალმა და ევროკომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა მიმართეს.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ საშიშ დაავადებაზე: ღორის აფრიკულ ჭირსა და მაღალპათოგენურ ფრინველის გრიპზე.
„კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლის პროცესში ისეთი პრევენციული მიდგომები, როგორიც ბიოუსაფრთხოება და ვაქცინაციაა. აღნიშნული მიდგომების გაზიარების მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა რეგიონში. ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე პრიორიტეტად კვლავ უახლესი სტანდარტების დანერგვა რჩება“, - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
მინისტერიალის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.