სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს HACCP-ის სისტემა და მოთხოვნები გააცნეს

სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს HACCP-ის სისტემა და მოთხოვნები გააცნეს

/ სურსათის უვნებლობა

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელი/გადამმუშავებელი/რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP)  დანერგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში ატარებს.

სააგენტოს სპეციალისტებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართეს და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP)  სისტემის მოთხოვნები გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ბიზნესოპერატორებმა აღნიშნეს, რომ არსებობს შესაძლებლობა და მზაობა სამაცივრე მეურნეობებში HACCP-ის სისტემა დაინერგოს. აღნიშნული სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები. 

HACCP-ის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

HACCP-ის სისტემა ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP).