შეხვედრა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან
/ ვეტერინარია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ცხოველთა (ძაღლი,კატა) დაავადებების გავრცელების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლებენ.
სამოქმედო გეგმა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა, სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ფორმატში განიხილეს.
აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სარეკომენდაციო და საკონსულტაციო ფორმატში, აქტიურად ჩაერთვებიან ცხოველთა დაავადებების მართვის საკითხებში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დედაქალაქში არსებული მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის და დაავადებების შემცირებასთან დაკავშირებულ ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა ფარგლებშიც დაიგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და ცხოველტა დაავადებების გავრცელების შედეგად არსებული რისკების შემცირებას.