სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახური სურსათის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახური სურსათის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან  ხუთში  დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები - არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც  ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტოს მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ,  ობიექტებს „ფიროსმანი“, „მარანი“ და „ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო  „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“  დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ.

სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში - შპს „ფალავანი“, რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.