სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

რომში ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის მე-13 სესია გაიმართა

რომში ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის მე-13 სესია გაიმართა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის მე-13 სესიას დაესწრო, რომელიც იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა.

ასამბლეის მუშაობაში 120-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და მსოფლიოში მცენარეთა დაცვის კუთხით არსებული საკითხები და გამოწვევები განიხილეს.

ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ზურაბ ჩეკურაშვილი და ვრცლად ისაუბრა აზიური ფაროსანას გავრცელების და სახელმწიფო ღონისძიებების, საქართველოში ჩატარებული ეროვნული ფიტოსანიტარიული პოტენციალის შეფასების შედეგებისა და მოსალოდნელი ეფექტის შესახებ, ასევე მსდკ-ის 2020 -2030 სტრატეგიის მნიშვნელოვან ელემენტებზე და ხაზი გაუსვა წევრი ქვეყნებისთვის ფიტოსანიტარიული პოტენციალის განვითარებაში ხელშეწყობის მნიშვნელობას.