CDC-ის კონკურსი ვეტერინარი-ეპიდემიოლოგების გადასამზადებლად
/ განცხადებები
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასის ქვეყნებისთვის, საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (EESC FETP-Intermediate ) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ვეტერინარი-ეპიდემიოლოგების გადასამზადებლად და ვეტერინარი მენტორების მისაღებად.
პროგრამა 2023 წლის იანვრიდან დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რეზიდენტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და უკრაინიდან. პროგრამა შედგება 1-2 კვირიანი სემინარებისგან, რომლებიც ჩატარდება საქართველოში. სემინარებს თან ახლავს საველე სამუშაოები. პროგრამის განმავლობაში რეზიდენტები გააგრძელებენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე სრულ განაკვეთზე მუშაობას. სასწავლო პროგრამა 10 თვიანია.
მენტორების ჯგუფი შეირჩევა ყოფილი FETP-ის კურსდამთავრებულთა რიგებიდან, რათა მათ გაუწიონ დახმარება მეორე ნაკადის რეზიდენტებს.