სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ლატვიელმა სპეციალისტებმა მერძეული მიმართულების პირველადი წარმოების ბიოუსაფრთხოებისა და მოწყობის საკითხებზე ქართველ ფერმერებს გამოცდილება გაუზიარეს

ლატვიელმა სპეციალისტებმა მერძეული მიმართულების პირველადი წარმოების ბიოუსაფრთხოებისა და მოწყობის საკითხებზე ქართველ ფერმერებს გამოცდილება გაუზიარეს

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში გამართულ შეხვედრაზე, ლატვიელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს, ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესოპერატორებს მერძეული მიმართულების პირველადი წარმოების ბიოუსაფრთხოების, მოწყობისა და კონტროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

ლატვიის გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია საქართველოში პირველადი წარმოების გაუმჯობესების, ევროსტანდარტებთან შესაბამისობის, აგრეთვე კონტროლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის სრულყოფის მიზნით. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; ფერმერებმა უცხოელ ექსპერტებს მათი საქმიანობისა და დარგში არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) „სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში” პროექტის ფარგლებში გაიმართა.