სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცხოველთა დაავადებების პრევენციის საკითხებზე ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრები იმართება

ცხოველთა დაავადებების პრევენციის საკითხებზე ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრები იმართება

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას შეხვდნენ და მესაქონლეობაში არსებული გამოწვევები განიხილეს.

ცხოველების სათანადო მოვლა-შენახვის, ფერმებში  ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვისა და დაავადებების პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია ფერმერთა ცნობიერების ამაღლება.

„სააგენტო საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.  მიღებული ინფორმაცია და ცოდნა ეხმარება ფერმერს, შეამციროს   დაავადებების გავრცელების რისკები, თავიდან აიცილოს ცხოველების დაავადებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი", - აღნიშნა სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  იოსებ მენთეშაშვილმა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პირუტყვის უფასო ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე.

მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო მასალებიკარდაკარის” პრინციპით დაარიგეს.