შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

/ გამოვლენილი დარღვევები

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა)  ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. 
ინსპექტირების პროცესში დადგინდა,რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. 
კანონმდებლობის შესდაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.