შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ანაზღაურებად სტაჟირებას 25 სტუდენტი და კურსდამთავრებული გაივლის

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ანაზღაურებად სტაჟირებას 25 სტუდენტი და კურსდამთავრებული გაივლის

/ სააგენტოს სიახლე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში 25 სტუდენტი და კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის.
პროგრამის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს  პროგრამაში ჩართვა მიულოცეს და  მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
სტაჟირების პერიოდში მონაწილეები სააგენტოს  პრაქტიკულ გამოცდილებას ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიიღებენ. ანაზღაურებადი სტაჟირება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას,   პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილების მიღებას.