სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა

იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა  გამოვლინდა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების  აღკვეთა/ამოღება/განადგურება.

სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას.

 

განახლება: ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ იმერეთის რეგიონში აღებული იმპორტირებული საზამთროს კიდევ 5 ნიმუშში აღემატება.