სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ   საქართველოში იმპორტირებული  „ქინდერის“ საეჭვო პარტიები  დალუქა

/ გამოვლენილი დარღვევები

28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც  ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება.

 29 აპრილს,  სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” (ს/კ 205295296; მის: ქ.თბილისი, გლდანი, მე-7 მკრ, დ.ჯაბიძის N8) სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე.

შემოწმებისას,   სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა  472 კილოგრამი  შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი:

KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16

HANGING BAG BASE,

პარტიის№ L017L03/01 ვარგისიანობისვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.

პარტიის№ L038L03/01, ვარგისიანობისვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.

პარტიის№ L245R03/01, ვარგისიანობისვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.

პარტიის№ L266R03/01, ვარგისიანობისვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.

პარტიის№ L294R03/01, ვარგისიანობისვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.

პარტიის№ L299R03/01, ვარგისიანობისვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.

პარტიის№ L326R03/01, ვარგისიანობისვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.

პარტიის№ L342R03/03, ვარგისიანობისვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.

პარტიის№ L349R03/05, ვარგისიანობისვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ

ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება  იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული  კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.

28 აპრილს RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებულ შეტყობინებაში  მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია  25.07.2022.  ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია    KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, სრულად არის რეალიზებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მყისიერად გაავრცელა. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს!

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.