საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აბაშის მუნიციპალიტეტში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში   ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

/ ვეტერინარია

აბაშის მუნიციპალიტეტში ცხოველის  ცოფით დაავადების  სამი შემთხვევა  (ძაღლი-2 , ღორი-1) აღინიშნა. დაავადების გამოვლენის კერებში, აბაშასა და სოფელ სუჯუნაში  სურსათის ეროვნული  სააგენტოს  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა ცოფის საწინააღმდეგო  სავალდებულო  ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მყისიერად დაიწყეს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას,საკუთარ და მიკედლებულ ცხოველებს დროულად  ჩაუტარონ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.  ცხოველების ქცევაში საეჭვო ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ ვეტერინარს. მოერიდონ უცხო  ცხოველთან ახლო კონტაქტს.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას-ექიმ რაბიოლოგს.  კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება  ლეტალობით სრულდება. შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ ადამიანების  და ცხოველების   სიცოცხლე.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.