სეს უკრაინელ კოლეგებს ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს
/ განცხადებები
სურსათის ეროვნული სააგენტო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების დაცვის სახელმწიფო სამსახურის (SSUFSCP) წერილობითი მომართვის საფუძველზე, უკრაინელ კოლეგებს სასურსათო პროდუქტებით ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს უკრაინელ კოლეგებთან. პროდუქტების მობილიზების მიზნით, ჰუმანიტარული ტვირთის მიმღები პუნქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N6) გაიხსნება.
საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვებიან როგორც სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ქართული კომპანიები, რომლებიც აქციაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ.