სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები თბილისში დამონტაჟდება

აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები თბილისში დამონტაჟდება

/ აზიური ფაროსანა

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ფერომონიანი დამჭერების განთავსება  თბილისის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს.  დედაქალაქის მასშტაბით და შემოგარენ სოფლებში 250  მონიტორინგის სისტემის განთავსებაა დაგეგმილი. 

შესაბამისი ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, თბილისის მერიასთან შეთანხმებით დაიგეგმება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 15 01.