სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

პირველადი წარმოების კონტროლის შესახებ ლატვიელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება გაუზიარეს

პირველადი წარმოების კონტროლის შესახებ ლატვიელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება გაუზიარეს

/ სააგენტოს სიახლე

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის - „ტვინინგი“ (TWINNING) “სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, პირველადი წარმოების კონტროლის შესახებ პრაქტიკული-სასწავლო შეხვედრები გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების ინსპექტორებს ლატვიელმა ექსპერტებმა პირველადი წარმოების კონტროლის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სემინარზე კონტროლის თანმიმდევრობა,  დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი განიხილეს.

სურსათის ეროვნული  სააგენტო პირველადი წარმოების კონტროლს 2021 წლიდან ახორციელებს (ჩატარდა 407 ინსპექტირება)   და  პროცესის სრულყოფის მიზნით, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.

პირველადი წარმოება- პროცესი , რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას(მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით);ცხოველის გაზრდას,მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას.