სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის  სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. 

მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების ფაქტები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 742 - ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება), ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა სააგენტოს ზედამხედველობით (იხილეთ თანდართული ფაილი).

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ვადების შესახებ.