საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი მცხეთა-მთიანეთშიც ამოქმედდა

ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი მცხეთა-მთიანეთშიც ამოქმედდა

/ ვეტერინარია

ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთის, ქვემო ქართლისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან ამოქმედდა.

პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, მეცხვარე ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით. სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციას და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.

ქვეყნის მასშტაბით, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში დღეისათვის უახლესი სტანდარტების 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.