LEPL National Food Agency

მენიუ

კვერცხის წარმოებებში დარღვევები არ გამოვლენილა

კვერცხის წარმოებებში დარღვევები არ გამოვლენილა

/ სურსათის უვნებლობა

სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე  კონტროლს აქტიურად ახორციელებს.  ინსპექტირების ჯგუფები  კვერცხის  ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით  ამოწმებენ. 

კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის  1214  ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა, რაც ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდისა და სააგენტოს გააქტიურებული კონტროლის შედეგია.