სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სოფელ უხუთში მოსახლეობა ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის გამოყენებით ებრძვის

სოფელ უხუთში მოსახლეობა ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის გამოყენებით ებრძვის

/ აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთში მოსახლეობას შეხვდნენ.

 

სპეციალისტებმა უხუთის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური ღონისძიებების შესახებ,ისაუბრეს მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში.

 

სოფელ უხუთის მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებში აქტიურად იყენებს მავნებელთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს. ეზოებში დამონტაჟებულიამოიზიდე და გაანადგურესადგურები. როგორც თავად აცხადებენ აღნიშნულ მეთოდს შთამბეჭდავი ეფექტი აქვს - ფერომონსა და შუქზე მოზიდული დიდი რაოდენობით მავნებელი თეთრ ნაჭერთან შეხების შემდეგ რამდენიმე წამში ნადგურდება.

 

ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ მოსახლეობის ჩართულობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასშტაბური ხასიათი.

 

ეს არის მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი მაგალითი,ის რომ მოსახლეობა ჩართულია და საკუთარი შესაძლებლობებით აკეთებსმოიზიდე და გაანადგურესადგურებს.მნიშვნელოვანია რომ ასე ორგანიზებულად ჩატარდეს მოსახლეობის მიერ ღონისძიებებიგანაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.