საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები საქართველოს რეგიონებში ვითარებას ეცნობიან

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები საქართველოს რეგიონებში ვითარებას ეცნობიან

/ აზიური ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების მეცნიერები შიდა ქართლის  და სამეგრელოს რეგიონებში გაეცნენ. აშშ-ის წამყვანმა სპეციალისტებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ვაშლის ბაღები შიდა ქართლში, გაეცნენ თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას  სამეგრელოს რეგიონში, სადაც ასევე მოინახულეს თხილის საწარმო და შეხვდნენ ფერმერებს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები იყო დროული და  მნიშვნელოვანი,  ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ისინი მზად არიან, თავიანთი გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარონ. 

ვითარების გაცნობის მიზნით, შეხვედრები გაიმართება აჭარაშიც.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc  (აშშ)  ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.