აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს ოზურგეთის მოსახლეობა ეცნობა
/ აზიური ფაროსანა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიის რეგიონში შეწამვლითი ღონისძიებები და მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მოსახლეობას შეხვდნენ.
სპეციალისტებმა საკარმიდამო ნაკვეთში სადემონსტრაციოდ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დაამონტაჟეს, მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის შესახებ და პრაქტიკულ მაგალითზე აუხსნეს მისი გამოყენების წესი.
აღნიშნული მეთოდის მიხედვით ნარგავებში თავსდება ფერომონიანი ბადე და მოზიდული მავნებელი პრეპარატის შესხურებით ნადგურდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ და აპრობირებულია არაერთ განვითარებულ ქვეყანაში.